EPP

კანდელაკი: ეს დეკლარაცია არის ყველაზე სერიოზული გაფრთხილება, რაც მთავრობას აქამდე მიუღია

ევროპის სახალხო პარტიამ დეკლარაცია გამოაქვყენა, რომელშიც ხელისუფლებას, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა.

ტაბულა კომენტარისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი კანდელაკს დაუკავშირდა.

მისი შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია არის პასუხი ''ბიძინა ივანიშვილის დიდაქტიკურ ესეზე, რომელიც მან შესთავაზა ათწლეულების გამოცდილების მქონე ლიდერებს''.

''ჩვენ ევროპაში არავინ არ გვექაჩება და არ გვაძალებს იქ შესვლას, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. თუ ჩვენთვის მათი ქცევის წესები და ფასეულობები არის მიუღებელი, არავინ არაფერს გვაძალებს'', - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატის  თქმით, აღნიშნული დეკლარაცია არის ''ყველაზე სერიოზული გაფრთხილება, რაც მთავრობას აქამდე მიუღია''.

''ეს დეკლარაცია მეტყველებს იმაზე, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული წყობილების ნგრევა, საქართველო მოწყდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ხახაში, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას'', - აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, სახალხო პარტიის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს დისკუსიას. ''ან მთავრობა ითვალისწინებს მას და საქართველო აგრძელებს ევროპისკენ სვლას, ან არა''.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­და­იდ­გა რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნა­ბი­ჯი, ''რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა ქვეყ­ნის პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­სა­მარ­თლო­სა და მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კით­ხებ­ში''.

''ამ­დე­ნად, არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­სი ხელ­მო­წე­რა და რა­ტი­ფი­კა­ცია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მი­სი წევ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან საფ­რთხის ქვე­შაა'', - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

დეკ­ლა­რა­ცია სა­მიტ­ზე ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ნი­ხი­ლა, რო­მ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ათი ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე ირ­ლან­დი­ის მი­ნის­ტრი ევ­რო­პულ სა­კით­ხებ­ში, მას შემ­დეგ, რაც ირ­ლან­დია EPP-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია.

ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არცერთ წევრს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­პი­რის­პი­რო აზ­რი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია და მას­ზე ხე­ლის მო­წე­რის­გან თა­ვი არ შე­უ­კა­ვე­ბია.

შეგახსენებთ, გუ­შინ, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მე­ლიც მი­სი Facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

კომენტარები