პრემიერი

ივანიშვილი: დიდი სურვილი მაქვს ავაშენო მეჩეთი

პრემიერმა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მეჩეთის აშენებაში პირადად მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, თურქეთში ვიზიტის პერიოდში ის პრემიერ ერდოღანთან დამეგობრდა, მათ "ტელეფონებიც კი გაცვალეს". მისი თქმით, პრემიერი მეჩეთთან დაკავშირებულ საკითხს გაგებით მოეკიდა, რისთვისაც ის მადლიერია:

"არასდროს დამდგარა მეჩეთის აშენება პოლიტიკის დონეზე. იყო საჭიროება, ხალხი აშენებდა და ლოცულობდა. სააკაშვილი ნერგავდა, რომ ქართველები ვართ ველურები, ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვცემთ პატივს. ქართველი მუსლიმები ისეთივე ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორც ქართველი მართლმადიდებლები, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ააშენონ მეჩეთი. ესენი ჩვენი ქართველები არიან და მე ისეთი მუსლიმები ვნახე ზედა აჭარაში, რომ ყელა ქართველს ქართველობაზე დაუდებენ თუ გნებავთ. ჩვენ იგივე ხალხი ვართ და არ შეიძლება ამ საკითხს ასე შეხედოთ. მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ავაშენო მეჩეთი. დიდი სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო, აშენდეს და მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა პრემიერმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის­თვის მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი და პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცეს­პი­კე­რი, მურ­მან დუმ­ბა­ძე გახ­ლდათ. ის იყო ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც. მა­შინ მურ­მან დუმ­ბა­ძე აც­ხა­დებ­და:

"სხვა ქვეყ­ნის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა ვერ აშენ­დე­ბა; მით უმე­ტეს, ის­ტო­რი­ის იმ მო­ნაკ­ვეთს არ და­ვუდ­გამთ ძეგლს, რო­ცა ბა­თუმ­ში დამ­პყრო­ბი სულ­თა­ნის, აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის მე­ჩე­თი აშენ­და. რუ­სეთ­მა რომ გვით­ხრას, ლე­ნი­ნის ძეგ­ლი აღად­გი­ნე­თო, აღ­ვად­გი­ნოთ? ტე­ლე­ფო­ნის ზა­რე­ბი არ წყდე­ბა ჩემ­თან - მთე­ლი ქა­ლა­ქის ინ­ტე­ლი­გენ­ცია (გან­სა­კუთ­რე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან) გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მთხო­ვენ. გარ­წმუ­ნებთ, მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვილს ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ! აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის ოკუ­პა­ცი­ის მე­ჩეთ-მუ­ზე­უ­მის ხე­ლა­ხა­ლი აშე­ნე­ბით თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ოს­მა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის ამ­ბი­ცი­ებს გა­ვუღ­ვი­ვებთ. ამის დაშ­ვე­ბა კი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვის დაწ­ყე­ბას ნიშ­ნავს".

მურ­მან დუმ­ბა­ძე "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში" თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან ერ­თად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც სდებ­და ბრალს:

"ამ კაცს არ სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; მი­სი მი­ზა­ნი პან­ღუ­რით გაგ­დე­ბაა - მას გაგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით სურს ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა, მაგ­რამ ამას ვერ ეღირ­სე­ბა - რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის "აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი­ა­ნად" უნ­და დას­რულ­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან", - აც­ხა­დებ­და მურ­მან დუმ­ბა­ძე.

იხილეთ ვიდეო

 

კომენტარები