პრემიერი

ივანიშვილი ნიგვზიანსა და საპარლამენტო უმცირესობაზე

ნიგვზიანთან დაკავშირებით, ტაბულას შეკითხვაზე, რატომ არ დაიცვა სახელმწიფომ რელიგიური უმცირესობების უფლებები, როცა სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ თემას ღრმად ვერ გაშლის: ”მე ამ თემას ვერ გავშლი, მე მახსოვს, რომ ზარები გავაკეთე და ვინც ახლოს იყო, პარლამენტში დავრეკე და დეპუტატებს ვთხოვე, რამდენიმეს, ჩასვლა, რომ პროცესში მშვიდობიანად ჩარეულიყვნენ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ცოტა ხელოვნურად იყო ინსპირირებული და მე არ ვთვლი რომ, ჩვენ იქ უმცირესობას არ დავუდექით და იქ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არ იყო მემგონი...”

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ ეძლეოდათ, პრემიერმა რელიგიური უმცირესობა საპარლამენტო უმცირესობაში აურია: ”მე ესეთი ინფორმაცია არა მაქვს და საერთოდ კიდევ ერთჯერ შემიძლია გავიმეორო დაპირება ჩემი, რომ ისე როგორც ჩვენი საქართველო და ჩვენი წარსული იმსახურებს, მოვექცევით კულტურულად. მოვუწოდებ მათაც, რომ ამ აგრესიული, ძალადობრივი და ცრუ პოლიტიკით თუ გაგრძელდება ეს პროცესი, ჩვენი მხრიდან ეს მცდელობები იქნება, მაგრამ... ახლა როგორც არ უნდა გავაკეთოთ განცხადებები ჩვენ და როგორც არ უნდა მოვექცეთ მათ, მათი აგრესიულობის შედეგად, შეიძლება ეს არ გამოჩნდეს ესე, მაგრამ ჩვენ ეს განცდა გვაქვს და ეს განწყობა გვაქვს, მე კიდევ ვიმეორებ, რომ ნამდვილად ესეთი განცდა გვაქვს”.

ჩაკითხვაზე, რომელ უმცირესობას გულისხმობდა, ივანიშვილმა თქვა - ”უმცირესობა, რომელიც უმრავლესობაში იყო ოდესღაც და აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდა...”

კომენტარები