საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 61:18 გაიმარჯვა.

შეხვედრა ერთა თასის რანგით გაიმართა, თუმცა დამატებით მნიშვნელობას ისიც სძენდა, რომ ნაკრებიდან კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გააცილეს. "აბუ" ბორჯღალოსნების რიგებში დარჩება, თუმცა არა მოთამაშის რანგში.

აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა მეოთხე ლელო მიითვალეს, რის გამოც 5 პრემიალური ქულა ჩაიწერეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრას კი რუმინეთის ნაკრებთან, 16 მარტს, ბუქარესტში გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა კიდეც 2013 წლის ევროპის ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა.

კომენტარები