მთავრობა

პრეზიდენტი პრემიერს სთავაზობს, მათი შეხვედრა ორშაბათს შედგეს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის ცნობით, პრეზიდენტი პრემირმინისტრს სთავაზობს, შეხვედრა ორშაბათს, დილით შედგეს. ამის შესახებ მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მანჯგალაძის განმარტებით, პრემიერთან შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივა იყო და ''სრულიად გაუგებარია და უსაფუძვლო, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს''. 

"გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ამიტომ პრეზიდენტის შეთავაზებაა, შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. აქვე ქვეყნის პირველი პირი საჯაროდ ადასტურებს, რომ მზად არის პრემიერს შეხვდეს იქ, სადაც მას სურს. დიახ, პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი უცხოეთში, მაგრამ ბუნებრივია, ის ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა. ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და მისი ინტერესია, შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგით და შეთანხმებით", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური, პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, განცხადებას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გააკეთებს. 

შეგახსენებთ, მთავ­რო­ბის სხდო­მის დაწ­ყე­ბამ­დე, პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მას­თან სა­უ­ბარ­ზე უა­რი თქვა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, უა­რის მი­ზე­ზად პრე­ზი­დენ­ტმა საზ­ღვარ­გა­რეთ წას­ვლა და­ა­სა­ხე­ლა.

კომენტარები