საქართველო-აზერბაიჯანი

მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში დღეს გაემგზავრა. 

კომენტარები