ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესახებ, ფირცხალავას ხვალ დაკითხავენ

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესახებ ხვალ დაკითხავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ირაკლი ფირცხალავამ აცნობა.

როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, ფირს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

"იძულებული გავხდი, მე თვითონ გამომეძიებინა ეს საქმე, რასთანაც არანაირი შეხება არ მაქვს გარდა იმისა, რომ შემთხვევა მოხდა ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე. მე მაქვს შეკითხვები იმ ადამიანებთან, ვინც დაკითხვაზე ამბობდა, რომ ადგილზე იარაღი არ უნახავთ. გამოძიების ფარგლებში ასეთი 22 ადამიანია დაკითხული. მე იქ მივედი გვიან, მაშინ, როდესაც ყველა იყო დაკავებული", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თავი 2-მა, კუ­რი­ე­რის 12:00-სა­ა­თი­ან გა­მოშ­ვე­ბა­ში გაავ­რცე­ლა და­უ­მონ­ტა­ჟე­ბელი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძე. 

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­დას­ცა.

 

კომენტარები