გაფიცვა

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს 800-მდე თანამშრომელი გაიფიცა

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს 800-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ანაზღაურების მომატებასა და წლების წინ არსებული შეღავათების აღდგენას ითხოვენ. 

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული ზესტაფონი-გორის მონაკვეთი ამ დროისვთის მუშა-მოსამსახურეების გარეშეა დარჩენილი.

გაფიცულები შესაძლო ავარიულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას იხსნიან და აცხადებენ, რომ მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე სამმართველოს ხელმძღვანელობას უკვე აცნობეს. 

როგორც ხაშურის სამმართველოს უფროსი, ზაზა ჭყოიძე აცხადებს, გაფიცულებთან შეხვედრა პარასკევამდე ვერ მოხერხდება. ჭყოიძე თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქცია ხაშურის რკინიგზის სადგურთან გრძელდება. 

კომენტარები