საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალია დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალია 25:12 დაამარცხა.

ერთა თასის პირველ ტურში სტუმრად, ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეს ბორჯღალოსნების ზედიზედ მეორე მოგებაა.

ქართველთაგან ლელო ლაშა ხმალაძემ და თედო ზიბზიბაძემ (ორჯერ) დადეს. ტრადიციულად, გარდასახვებს ჩვენი გუნდიდან მერაბ კვირიკაშვილი ასრულებდა, რომელმაც ერთის გარდა ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის მორიგ შეხვედრას 23 თებერვალს რუსეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები