ქართული ოცნების წევრი თემურ მაისურაძე ნაციონალური მოძრაობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მაისურაძის თქმით, კუბლაშვილის მიერ მოყვანილი ბულგარეთის კონსტიტუციის მაგალითი ამტკიცებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ეს მუხლი დიქტატორულია, რადგან ბულგარეთშიც დიქტატურის ნიშნებია. პარლამენტარის განცხადებით, ბულგარეთიდან ხალხი ისევე გარბის, როგორც საქართველოდან. კუბლაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული მუხლი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს, ბულგარეთის და ხორვატიის კონსტიტუციებშიც არსებობს.
tbl.ge/10hn
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პრეზიდენტმა 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
- პარლამენტი ავტოპარკს განაახლებს - გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია
- დავით სონღულაშვილი ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარსდგა - პარლამენტი
- პარლამენტში პრემიერი მოხსენებას წარადგენს, ონლაინმედიას შენობაში არც დღეს შეუშვებენ
- იონათამიშვილი ანტი-ლგბტ კანონზე: ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვისაა ნაკარნახევი