საფრანგეთის ნაკრები

საფრანგეთის ნაკრები გერმანიის ნაკრებთან შესახვედრად ემზადება

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში 22 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, იქამდე კი 6 თებერვალს გერმანიის გუნდს ამხანაგურად შეხვდება.

მას შემდეგ, რაც ლურჯებს დეშამი წვრთნის, გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს. ფრანგებმა გასული წლის ივლისში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს 1:1 ეთამაშეს.

გერმანელები ტრადიციულად ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ, მათთან თამაში ყოველთვის რთული იყო, ახალი თაობის გამოჩენით კი, ამ ყველაფერს ტექნიკა და სისწრაფე დაემატა. ამის მაგალითია ოზილი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ამჯერად არ არიან გამოძახებულნი

მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ფრანგთა მარჯვენა მცველმა ბაკარი სანიამაც.

ჩემთვის გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ ეს დაამტკიცეს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათ საკმაოდ ახალგაზრდა და დინამიკური გუნდი ჰყავთ, ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელები დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგურია, რთული თამაში იქნება, ორივე გუნდს სურს მოგება.

გერმანელები დაპირისპირებას დანაკლისით ხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს თამაში გამორიცხულია.

 

 

კომენტარები