დაყადაღება

ცეზარ ჩოჩელის და მისი მეუღლის ქონება დაყადაღებულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის და მისი მეუღლის - ცეზარ და სვეტალანა ჩოჩელების - უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ყოფილ გუბერნატორს და მის მეუღლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, 31 იანვრის და 1 თებერვლის დადგენილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააცნეს.

ჩოჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ განჩინებას 48 საათში გაასაჩივრებს, რადგან „ცეზარ ჩოჩელის ქონებაზე შეიძლებოდა ყადაღის დადება, მაგრამ სვეტლანა ჩოჩელის ქონებაზე ყადაღის დადება არ შეიძლებოდა. სვეტლანა ჩოჩელის ქონების დაყადაღება იმით ახსნეს, რომ იგი ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული პირია“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასევე კითხავს თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელს თორნიკე შიოლაშვილს, თბილისის მერის მოადგილეს ტარიელ ხიზანეიშვილს და თბილსერვის ჯგუფის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ხუჭუას.

კომენტარები