დაყადაღება

კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მაია ფანჯიკიძის განმარტებით, კახა კალაძეს საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს, რის მიზეზადაც უკანონო შემოსავლების რეალიზაცია დასახელდა.

,,როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ცნობილ სპორტსმენთან, როგორიც კახი კალაძეა, მისი შემოსავლების შესახებ ეჭვები არ უნდა ჩნდებოდეს."- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

თავად კახა კალაძე, მისი ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა.

,,არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინათ. მე წლების განმავლობაში ვიყავი პროფესიონალი და ამავე დროს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ასე რომ, გამაჩნია შემოსავლის საკუთარი წყარო და რამდენიმე ბიზნესი, რაც ყველასთვის ცნობილია. სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.’’-განაცხადა კახა კალაძემ.

კოალიცია ქართული ოცნების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

კომენტარები