ტრანსფერი

ლუჩესკუ: ინგლისის ნაცვლად, ვილიანმა ფული აირჩია

პარასკევს, 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და, სავარაუდოდ, მახაჩყალის ანჟისთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დაღესტნის კლუბი ვილიანის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის. ამაზე ძვირი ტრანსფერი რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ გასულ წელს ზენიტის მიერ გაფორმებული ჰალკისა და ვიტსელის შენაძენი იყო.

- ინგლისური პრემიერლიგის კლუბში გადასვლა, რაც წესით მისთვის საოცნებო უნდა ყოფილიყო, ვილიანმა ანჟიზე გაცვალა. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად გამოდის, ეთამაშება ბარსელონას, რეალს, ბავარიას, მანჩესტერ იუნაიტედს, ვილიანმა კი ამ ყველაფერს ფული არჩია. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს მისი არჩევანია, - განაცხადა შახტარის მთავარმა მწვრთნელმა მირჩუ ლუჩესკუმ.

კომენტარები