სომხეთი

სომხეთში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს

ერევანში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, 63 წლის პარუირ აირიკიანი დაჭრეს. აირიკიანს უცნობმა პირებმა ღამით საკუთარ სახლთან ესროლეს.

 პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, მომხდარის გამო შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს.

 ''ეს ძალიან საშიში ფაქტია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამის საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც საჭიროა. თუ აირიკიანი კამპანიის გაგრძელებას შეძლებს, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. მაგრამ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები ექნება, არჩევნები ორი კვირით გადაიდება'', - განაცხადა ოვიკ აბრამიანმა.

 შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში 18 თებერვლისთვის არის დანიშნული.

 

 

კომენტარები