საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო დისკუსიები გაიმართება.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ბევრი ვისაუბრეთ კონსტიტუციაში შესატანი იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც აუცილებელია რომ გატარდეს. მე დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ აუცილებლად ფართო დისკუსიებს გავმართავთ ყველა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით და ყოველთვის მოვახდენთ შეთანხმებას ვენეციის კომისიასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერისვე განმარტებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი დაეთანხმა მას, რომ "საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები და საჭიროა ამ უფლებების ლიმიტირება". 

"შევთანხმდით, რომ პრეზიდენტს აქვს არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები და მისი დაბალანსება აუცილებელია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამ ცვლილებებს მიესალმება და აფიქსირებს, რომ გასაგები და მისაღებია ეს ყველაფერი", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები