საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი BBC-ს: მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა

BBC საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს, რომელიც დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას მომზადდა.

როგორც პრემიერმა BBC-ს განუცხადა, მასსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის დიდი განსხვავება არსებობს.

"ჩვენ შორის დიდი განსხვავებაა. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის პროფესიონალი მატყუარაა. თავის დაპირებებს არ ასრულებს. მან შექმნა ტოტალიტარული და არა - დემოკრატიული ქვეყანა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებაა. ჩვენ კი, მისგან განსხვავებით, ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და არ ვიტყუებით", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

სიუჟეტში ივანიშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც საუბრობს.

"მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან მიმართებაში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელთან მეგობრული იქნება", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი. 

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პრემიერმინისტრის პოსტზე, ''დარტმა იყო საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის''. 

"ამ უკანასკნელმა ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნგრევიდან ათწლეულის შემდეგ, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად ჩაიბარა", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი, ტანია ბეკეტი. 

 

კომენტარები