ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტისთვის მუდმივ წარმომადგენელს გამოყოფს

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივებზე რეკომენდაციების გასაწევად ვენეციის კომისია მუდმივ წარმომადგენელს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობასა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის მიესალმება ამ ინიციატივას. ქუნცაშვილის თქმით, ახალი ინიციატივა საშუალებას მისცემს პარლამენტს ვენეციის კომისიას უფრო აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია და მისგან რეკომენდაციები მიიღოს. 

შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნას დაელოდება. აღნიშნული კანონი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. კანონი სხვა ცვლილებებთან ერთად, შეცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და მის შემადგენლობას. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ის კანონს, ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს ამნისტიის კანონის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ დაელოდა და ისე მიიღო კანონი. განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მიღებული გადაწყვეტილების გამო არ წუხს. გასული წლის დეკემბერში კანონპროექტზე მუშაობისას წულუკიანმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას "ბერნძულ კალენდობამდე" ვერ დაელოდებოდა. 

კომენტარები