პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს ყვარელში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, განხორციელებულ ამნისტიასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონების მიღების პროცესს.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტი კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

კომენტარები