ვენეციის კომისია

ჯანი ბუკიკიო: კონსტიტუცია არ უნდა იყოს პარტიის ან ახლანდელი უმრავლესობის კონსენსუსის შედეგი

"კონსტიტუცია არ უნდა იყოს პარტიის ან ახლანდელი უმრავლესობის კონსენსუსის შედეგი, რადგან ის უნდა არსებობდეს უფრო დიდხანს", - ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა პოლიტმეტრთან საუბრისას განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ორი წლის წინ შეიცვალა, ახლა კიდევ იქნება გარკვეული ცვლილებები და რატომ არ უნდა დაიხვეწოს და მხედველობაში იყოს მიღებული ქართული საზოგადოების საჭიროებები?!. 

"ეს არის კონსტიტუცია, რომელიც შედგენილი და მიღებულია ყველაზე ფართო შესაძლო კონსენსუსით. საჭიროა ნაკლები ცვლილება და გადასინჯვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ვეუბნებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. მე როგორც მეუბნებიან, კონსტიტუციის ცვლილების პროექტში პარლამენტს სურს ჩაერთოს ყველა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო საზოგადოება. კარგი კონსტიტუცია დამყარებული უნდა იყოს ყველაზე ფართო შესაძლო კონსენსუსზე ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის", - აღნიშნა მან. 

კომენტარები