სამშვიდობო მისია ავღანეთში

ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალ ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორივე მსუბუქად დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან.
პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა რიგითი გურამ ჩიმახიძე, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამხედრო მოსამსახურე ბასტიონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გურამ ჩიმახიძეს მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ.

კომენტარები