სამშვიდობო მისია ავღანეთში

აშშ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო

საქართველოში  ვიზიტად მყოფი აშშ-ს  თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე   მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში  სელესტ ვალანდერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.  მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ცნობით,   შეხვედრა ამერიკული მხარის სამძიმრით დაიწყო, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობის სახელით სელესტ ვალანდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გამოთქვეს.  

„აშშ-ს მთავრობის სრული შემადგელობა ღმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინდელი დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თანგაწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა რომელიც არასდროს დაგვავიწყდება,“ - განაცახადა ჯონ ბასმა საქართველოს პრეზიდენტთან  საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში სამი ქართველის სამხედროს დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს  მომავალს შეწირეს თავი.   „გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს... როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი, ამდენი წელია პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის - ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე. ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან.”  - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა.  სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კაპრალები -   ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე  და პაატა კაჭარავა  თალიბებთან შეტაკებისას, მანქანის აფეთქების შედეგად  დაიღუპნენ.

კომენტარები