Freedom House

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა ახალი ანგარიში ''თავისუფლება მსოფლიოში'' გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. 

ანგარიშში საქართველო, ლიბიასთან ერთად, მოხსენიებულია ქვეყნად, სადაც 2012 წელს, არჩევნების ჩატარების გარემო გაუმჯობესდა.

"საქართველოში ძალაუფლების გადაბარება პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით, თუმცა წლის ბოლოს სიტუაცია არცთუ ისე დამაკაყოფილებელი იყო, რადგან ახალმა მთავრობამ მოკლე ვადაში დააპატიმრა წინა მთავრობის 30 მაღალჩინოსანი, რაც შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა", - ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით, ქვეყნებს სამ კატეგორიად ჰყოფს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.

წლევანდელ ანგარიშში 195 ქვეყანა და 14 სადავო ტერიტორია მოხვდა, მათგან 90 - თავისუფალ ქვეყნებს შორის, 58 - ნაწილობრივ თავისუფლებს, ხოლო 47 - არათავისუფლებს შორის. 

კომენტარები