ინტერპოლი

ვლადიმერ ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა მოითხოვა. 

"მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს მიმართა ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ. ამ ეტაპზე ძებნა შეწყვეტილია", - საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ ბედუკაძის მხრიდან გამოძიებასთან თანაშრომლობაა. ამასთან, მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომელი იყო. 2012 წლის 19 სექტემბერს მან, მის მიერვე გადაღებული პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნა.  2012 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა. 

კომენტარები