შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიდეომასალის გავრცელება ალბათ საჭირო იყო

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ღარიბაშვილმა აღნიშნულ ფაქტს სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ ''ამგვარი ფორმით ადამიანების დანაშაულებრივ სქემებში ჩართვა არ უნდა ხდებოდეს''.

"ჩვენ კარგად გვახსოვს ციხის კადრები. ამგვარი ბინძური მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მას ვებრძვით. ამ მანკიერ თვისებებს სრულად აღმოვფხვრით და მთლიანად გავაჯანსაღებთ სისტემას. ამას ემსახურება ჩვენს მიერ წამოწყებული რეფომრები, რომელსაც ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები