თბილისის მერია

მერიის ინიციატივით, თბილისი 10 რაიონად დაიყოფა

თბილისის მერია დღეს საკრებულოს ახალი ინიციატივით მიმართავს, რომლის თანახმადაც დედაქალაქი 10 რაიონად დაიყოფა. ამჟამად თბილისი 6 რაიონად არის დაყოფილი. აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ საზოგადოებას დღეს გააცნო.

როგორც მერიაში განმარტავენ, რაიონების დაყოფა მარტივად მოხდება. მაგალითისთვის, ვაკე-საბურთალოს ნაცვლად, ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, ამავე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც. 

"აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და, შესაბამისად, თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას. დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები, დაყოფის შემდეგ, უკვე ორ რაიონს მოემსახურება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები