სახელმწიფო აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აკაკი ჯოხაძის დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის დაკითხვა დასრულდა.

როგორც ჯოხაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, მისი დაკითხვა ქალაქ ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობისთვის ყვითელი მიკროავტობუსებით განხორციელებულ მომსახურებას ეხებოდა. 

"ჩემი აზრით, კანონდარღვევა არაფერი ყოფილა. შეკითხვებზე პასუხები გაცემულია და დასკვნებს გამოძიება გააკეთებს", - აღნიშნა ჯოხაძემ.

ჯოახაძე აცხადებს, რომ მზად არის სიმართლის დადგენისთვის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.  

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება წინა კვირას დაიწყო.

კომენტარები