სახელმწიფო აუდიტი

აკაკი ჯოხაძე სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დაიბარეს

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე,  სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დაიბარეს.

როგორც ცნობილია, აკაკი ჯოხაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში იმ დეტალების გასარკვევად დაიბარეს, რომელიც ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობას ეხება''. 

თბილისის მერიის ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, გასულ კვირას  დაიწყო. 

კომენტარები