ინტერპოლი

საქართველო ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებას სთხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტი გადაუგზავნა. 

"დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ინტერპოლის გენერალური სამდივნო ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ იუსტიციის მინისტრს 2012 წლის 28 დეკემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. 

კომენტარები