სოციალური ქსელი

Twitter-ის ღირებულებამ 11 მილიარდი დოლარი შეადგინა

ანალიტიკური ინვესტკომპანიის Greencrest Capital-ის ცნობით, Twitter-ის საბაზრო ღირებულება უკვე 11 მილიარდ დოლარს აღწევს.  

მიკრობლოგების სერვისის ღირებულება 2011 წლის ივლისში რვა მილიარდ დოლარად ფასდებოდა. Greencrest Capital-ის ანალიტიკოსის აზრით, მის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლების რიცხვის ზრდა და ასევე, მონეტიზაციის ახალი ინსტრუმენტებია. ღირებულების ზრდა ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს მოარულ ხმებსაც იმის შესახებ, რომ Apple-ს სურვილი აქვს Twitter-ში ფული დააბანდოს.

Twitter 2006 წელს შეიქმნა.  2010 წელს ის სულ რაღაც 3.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მას 500 მილიონამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, აქტიური აუდიტორია კი 140 მილიონი მომხმარებლისგან შემდგარ აუდიტორიას მოიცავს.

 

 

კომენტარები