რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს შეხვდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს შეხვდეს.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განმარტა, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"პრემიერმა არ გამორიცხა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა შედგეს. არაფერი დაგეგმილი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი მზაობა არსებობს, კარგია, რადგან ვიცით, რომ მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ უმაღლესი დონის შეხვედრაზე წყდება. ჯერჯერობით დეგეგმილია, მაგრამ ისიც არა ზუსტად, რომ ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვედება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

 

კომენტარები