ფინანსთა სამინისტრო

საგამოძიებო სამსახური ყოფილ სს მადნეულსა და შპს კვარციტს ამოწმებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანია არ ემ ჯი კოპერს (ყოფილი სს მადნეული) და არ ემ ჯი გოლდს (ყოფილი შპს კვარციტი) ამოწმებენ.  
როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები კომპანიებში დღეს დილიდან შევიდნენ. ისინი კომპანიების თანამშრომლებს ინდივიდუალურად ესაუბრებიან და ფინანსურ დოკუმენტაციას ეცნობიან. 
საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 
ოქროსა და სპილენძის მწარმოებელი სს მადნეული 1994 წელს ჩამოყალიბდა. ამავე წელს დაარსდა ოქროს მომპოვებელი შპს კვარციტი. 2012 წლიდან კომპანიები ბაზარზე ერთი მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებენ.

კომენტარები