გამოკითხვა

Gallup-ის მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური საქართველოს მოსახლეობაა

კომპანია Gallup-ის დადებითი გამოცდილების შესახებ გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთი ყველაზე უბედურები არიან მსოფლიოში. გამოკითხვაში 148 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტად დადებითი გამოცდილების შესახებ პანამის, პარაგვაის და ელ სალვადორის მოქალაქეები საუბრობენ, ყველაზე ნაკლებად კი სინგაპურის, სომხეთის, ერაყისა და საქართველოს. 

გამოკითხულებს 5 კითხვას უსვამდნენ: კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? პატივისცემით მოგეგცნენ თუ არა გუშინ? გუშინ ბევრს იცინოდით ან იღიმოდით? ისწავლეთ თუ არა რაიმე საინტერესო ან გააკეთეთ თუ არა რაიმე საინტერესო გუშინ? ბევრი მსგავსი გრძნობა გქონდათ გუშინ?

საქართველოში პოზიტიური გამოცდილების შესახებ დადებითად კითხვებს გამოკითხულთა 52%-მა გასცა პასუხი, რუსეთში -  59%-მა, თურქეთში - 57%-მა, აზერბაიჯანში კი 55%-მა. ყველაზე უბედურები რეგიონში სომხეთში არიან, აქ დადებითად კითხვაზე მოსახლეობის მხოლოდ 49%-მა უპასუხა.

კომენტარები