გამოკითხვა

ინტერნეტში ურთიერთობის ყველაზე პოპულარული ფორმა ელექტრონული ფოსტაა

კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინტერნეტსივრცეში ურთიერთობის ყველაზე პოპულარული ფორმა ელექტრონული ფოსტაა.

გამოკითხვაში 24 ქვეყნის 19 ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 85%-ის განცხადებით, ისინი ინტერნეტს ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლად იყენებენ, ხოლო სოციალურ ქსელებში ურთიერთობას მხოლოდ 62% ანიჭებს უპირატესობას.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა აგრეთვე, ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტი ინტერნეტმომხმარებელი ურთიერთობს ერთმანეთთან სოციალური ქსელების საშუალებით. მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელად ამჟამად Facebook მიიჩნევა, რომლის მომხმარებელთა რიცხვი 845 მილიონს აჭარბებს. თუმცა ელექტრონული ფოსტის მნიშვნელობასა და საჭიროებას არც Facebook -ის ხელმძღვანელები უარყოფენ. 2010 წლის ნოემბერში სოციალურმა ქსელმა შეიმუშავა ინსტრუმენტი Facebook Messages, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტმესინჯერი და მოკლე ტექსტური შეტყობინება.

ექსპერტების განცხადებით, ელექტრონული ფოსტის პოპულობას ის ფაქტიც განსაზღვრავს, რომ სოციალურ ქსელები, მათ შორის Facebook-იც, არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით და ისინი ვერ ახერხებენ მომხმარებლის ვირუსებისაგან და ჰაკერებისაგან დაცვას.

 

კომენტარები