გამოკითხვა

კორუფციის ახალი კვლევა - ევრობარომეტრი

 ევროკომისიამ კორუფციის  კვლევა - ევრობარომეტრი გამოაქვეყნა. კვლევა ევროპის 27 ქვეყანაში 2011 წლის სექტემბერში ჩატარდა და აჩვენა, რომ კორუფცია ევროპის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემაა. გამოკითხულთა 74% ფიქრობს, რომ ევროკავშირში კორუფცია არსებობს. 47%-ის აზრით, კორუფციის დონე ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. გამოკითხულთა 8%-ს უშუალოდ ჰქონია კორუფციასთან შეხება. ევროპელი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი თვლის, რომ კორუფციის წყაროა ბიუჯეტის ხარჯები, რომლებიც არ არის გამჭირვალე, ასევე, საჯარო ტენდერები და პოლიტიკოსები, რომლებსაც სურვილიც არ აქვთ კორუფციას ებრძოლონ. მოსახლეობა კორუფციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სულ ბოლოს მიმართავს პოლიტიკოსებს, პირველ რიგში კი - პოლიციას და სასამართლოს.

 

კომენტარები