ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი იუწყება, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა გუშინ დაიწყო.

"ირაკლი ოქრუაშვილს კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს. ამ ფორმით ის უბრალოდ სოლიდარობას უცხადებს იმ ბიჭებს, რომლებიც პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს ან მასში შეყვანაზე თავიდანვე უარი უთხრეს. თანაც, ე.წ. ზილების საქმეზე დაკავებული და მოშიმშილე ერთ-ერთი პირი იოსებ გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის საკანში ზის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩათვალა, რომ თანამესაკნის შიმშილობის პირობებში, მის მიერ საკვების მიღება სწორი საქციელი არ იქნებოდა", - აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.

იოსებ გიგუაშვილის გარდა,  ე.წ. მატროსოვის ციხეში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძმები ტერაშვილებიც შიმშილობენ.

კომენტარები