ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

Interpressnews

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  

კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა და მას 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. 

კობა კოშაძეს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. 

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, მის დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რადგან მასზე "ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება."

კომენტარები