გამოძიება

ახალქალაქში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა უკანონოდ ინახებოდა

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ახალქალაქში, აეროპორტის საერთო საცხოვრებელში არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ამოღებულია ორი ცალი საკვალე კოჭა, ცხრა ცალი "ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორი მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, ერთი ცალი N7 ტიპის "ერგედე"-ს ხელყუმბარა, 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი "აკაეს"-ის ვაზნა, სამი ცალი იარაღის ბუდე და ორი ცალი სამხედრო ჩანთა.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას ახალქალაქის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები