საქართველო-აზერბაიჯანი

ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
აზერბაიჯანის პრემიერმინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა.
როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერმინისტრ არტურ რასიზადესთან.
 

კომენტარები