ვიზიტი

მლადენოვი: ვიმედოვნებ, აირიდებთ შეცდომებს, რომლებიც სხვა გარდამავალმა ქვეყნებმა ჩაიდინეს

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ აირიდებთ იმ შეცდომებს, რომლებიც სხვა გარდამავალ ქვეყნებს ჰქონდათ, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ''ევროპული მომავლის ერთგულია''.

''დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ახალი მთავრობის გეგმები მოვისმინოთ. სწორად გავიგოთ, როგორ ხედავენ ისინი პროცესის წარმართვას. არჩევნები ნამდვილად იყო პირველი მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემის პროცესი ქვეყანაში. სწორი ნაბიჯი იქნება, ყურადღებით დავაკვირდეთ, თუ როგორი იქნება კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, როგორ მოახერხებენ წარმართონ სწორად გარდამავალი პერიოდი საქართველოში. ის, რომ მიაწოდონ საქართველოს ის მომსახურება, რომელიც მათ სჭირდებათ - სამართლებრივი მიმართულება, ჯანდაცვა, განათლება და ის სექტორები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის - ეკონომიკური სტაბილურობა. ამის გარეშე ყველაფერი სხვა ნამდვილად უაზრობაა. ჩვენ ვართ ფაქტობრივად კარის მეზობლები. ბულგარეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, რომ თქვენ აირიდებთ იმ შეცდომებს, რომლებიც სხვა გარდამავალმა ქვეყნებმა ჩაიდინეს", - განაცხადა ნიკოლაი მლადენოვმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბი­ან შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი, ბულ­გა­რე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ნი­კო­ლაი მლა­დე­ნო­ვი და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ია­სეკ მი­ხა­ლოვ­სკი.

მათ შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს თავ­დაც­ვის მი­ნისტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ მა­ია ფან­ჯი­კი­ძეს­თან.  სტუმ­რე­ბი სას­ტუმ­რო ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­საც და­ეს­წრე­ბი­ან თე­მა­ზე - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. 

დიპ­ლო­მა­ტე­ბი გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდნენ. შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვი.  

კომენტარები