კომუნიკაციები

Skype-ში ვიდეო შეტყობინების ფუნქცია გაჩნდება

ინტერნეტ-ტელეფონის სერვისს Skype ახალ ფუნქციას უმატებს. Skype Premium-ის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, განუსაზღვრელი რაოდენობით ჩაწერონ და გააგზავნონ ვიდეო შეტყობინებები. არ იმოქმედებს ხანგრძლივობის ვადა - მიმღებს მათი ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლება, იმის მიუხედავად, თუ როდის იყო შეტყობინება გაგზავნილი.

აღნიშნული ფუნქციით სარგებლობას შეძლებენ ისინიც, ვინც Skype-ის უფასო მომსახურებით სარგებლობს, თუმცა ამ შემთხვევაში იქნება შეზღუდვები. კონკრეტულად კი, ვიდეო შეტყობინებების რაოდენობა განსაზღვრული იქნება, ამასთან, ისინი თავისით წაიშლება გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ.

ზუსტი თარიღი, როდესაც ეს სერვისი გააქტიურდება, არ სახელდება. ანალოგიური ფუნქცია უკვე აქვს მობილურ ვიდეოსერვისს Qik,რომელიც ასევე Skype-ის საკუთრებაა.

კომენტარები