პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას, განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. უსუფაშვილმა ყველას მოუწოდა, სათქმელი იმგვარად გამოთქვან, რომ არ გაჩნდეს განცდა თითქოს ელემენტარულ ადამიანურ ღირსებას არ უფრთხილდებიან.
დღევანდელ, 7 დეკემბრის, პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას, ქანთარიამ უმცირესობას მოუწოდა საკუთარ რიგებშიც მოახდინოს ამნისტია და გაათავისუფლონ ადამიანები, რომელთაც ვალდებულებით იჭერენ. „აი, ახლა ორი გოგონაა აქ, ძალიან მწყდება გული, რომ ისინი ჯერ თქვენთან არიან. ორი ჯერჯერობით ნათელი თვალების მქონე. იქნებ, პოლიტიკურ სუტენიორობას მოეშვათ და ეს გოგონებიც გაათავისუფლოთ“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, უმცირესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ქანთარია უღირს ნაძირალად და გარეწრად მოიხსენია.




