დაჭერები

შსს-მ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუდ-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს უფროსი რომან შამათავა, ამავე სამმართველოს თანამშრომლები -ტარიელ ბარამია, სერგო უბილავა და როინ აბშილავა დააკავა. გამოძიება მათ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბახვა ჩიქობავა და დავით ქორქია დააკავა. 

კუდ-ის თანამშრომლების დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ნოემბრის დასაწყისში პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ვაჟა ლელუაშვილი, გიორგი ყავლაშვილი და ბექა კვარაცხელია დააპატიმრა. მათ ძიება უკანონო მოსმენებს ედავება. ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილიც. 

 

 

 

კომენტარები