თვითმკვლელობა

NATO-ში სერბეთის ელჩმა ბრიუსელის აეროპორტში თავი მოიკლა

სერბეთის ელჩმა NATO-ში ბრანისლავ მილინკოვიჩმა ბრიუსელის აეროპორტში თავი მოიკლა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

როგორც ცნობილია, ელჩი მრავალსართულიანი პარკირების პლატფორმიდან, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იუწყება, 52 წლის დიპლომატი, სერბეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენელთა ჩასვლას ელოდებოდა, დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების გამართვა NATO-სთან. 

ბრანისლავ მილინკოვიჩი ყოფილი ჟურნალისტია, NATO-ში ელჩობამდე, ის ავსტრიაში სერბეთის ელჩი იყო. 

კომენტარები