აღმსარებლობის თავისუფლება

დეპუტატი უმრავლესობიდან: სახლში ვისაც უნდა ილოცოს, სხვას ნუ შეაწუხებენ

სოფელ წინწყაროში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ერთი კვირაა მიმდინარეობს, სიტუაციის გასარკვევად ქართული ოცნების დეპუტატები, სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წინწყაროში ჩასული დეპუტატები სოფლის ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ სოფლის ახალგაზრდები პარასკევს მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და ამას მსხვერპლი მოჰყვება, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს: "გარდაუვალია ეგ".

მისივე განცხადებით: "უნდათ ვითომ, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, მაგრამ ჩვენი უფლებებიც ხომ ირღვევა? მოსახლეობა დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი, ვინც ჯვარი მოჭრა, პასუხს აგებენ. რას ჰქვია ჯვარი მოჭრან, ამას სახელი არ ჰქვია. ეს არის ძველი ხელისუფლების ქმედება, რომ წყალი აამღვრიოს".

საუბარია რამდენიმე ჯვარზე, რომლებიც წინწყაროს ერთ-ერთი სასაფლაოს ჭიშკრიდან უცნობმა პირებმა ჩამოხსნეს. სოფლის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სასაფლაოზე მუსლიმები იმარხებიან და გაურკვეველია, რატომ უნდა იყოს სოფლის სასაფლაოს ჭიშკარზე ქრისტიანული სიმბოლო, როცა სასაფლაო საერთოა ორი რელიგიის წარმომადგენლებისთვის.

ჯვრის ჩამოხსნასთან დაკავშირებით სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს: "დავასჯევინებთ ადამიანებს, ვინც გაბედა, იკადრა და ჯვარს ხელი ახლო. აქ თქვეს, არჩევნებამდე ყველაფერი კარგად იყოო და ეხლა ვისი ხელი ურევია და რა ხელი ურევია, სამართალი გაარკვევს. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრს ვნახავთ და ყველაფერი დალაგდება".

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით კი: "თუ ლაპარაკია უფლებების დარღვევაზე, მოლა რომ ილოცებს დილის 6 საათზე, რატომ არ უშვებთ იმას, რომ დაირღვევა ქრისტიანების უფლებებიც? დილის 6 საათზე იქნებ არ უნდათ მოისმინონ მუსულმანების ლოცვა. სახლში ვისაც უნდა ილოცოს, სხვას ნუ შეაწუხებენ თავისი ქმედებით".

გუშინ მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა მთავარი პროკურორის სახელზე მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხდარის შესწავლასა და რეაგირებას ითხოვს: "სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, რის გა­მოც, მა­რად ღორ­ჯო­მე­ლა­ძე­ზე (მე­ჩე­თის წი­ნამ­ძღვა­რი) რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, 2012 წლის 29 ნო­ემ­ბერს მა­რად ღორ­ჯო­მე­ლა­ძეს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­უ­პი­რის­პირ­და. მას მი­ა­ყე­ნეს სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფა და და­ე­მუქ­რნენ, რომ თუ არ შეწ­ყვეტ­და მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას, და­უწ­ვავ­დნენ სახლს და გა­ა­ძე­ვებ­დნენ სოფ­ლი­დან. ამას­თან, გან­მცხა­დებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­სი ოჯა­ხის მი­მართ მუ­ქა­რა დღემ­დე გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

 

 

კომენტარები