კახეთი

ზურაბ ჭიაბერაშვილი: გამგებლები თანამდებობებს ზეწოლის გამო ტოვებენ

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ გამგებლები თანამდებობებს ზეწოლის გამო ტოვებენ. თითოეულ თანამდებობის პირს, რომელმაც სამსახური დატოვა, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია, - აღნიშნული კომენტარი ჭიაბერაშვილმა რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კახეთში 6 რაიონის გამგებელმა და სამმა საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს. გამგებლები შეიცვალა დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში, სიღნაღში, ახმეტასა და ლაგოდეხში.
”ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად და წავიდეს ნორმალური გზით, უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები