ვლადიმირ პუტინი

პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იაპონიის პრემიერმა კრემლში ვიზიტი გადადო

იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიჰიკო ნოდას კრემლში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. როგორც იაპონიის პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეკემბერში დაგეგმილი ვიზიტი, "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების გამო" გადაიდო.

ინფორმაციას ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო РБК ავრცელებს.

ვიზიტის მიზანი კურილის კუნძულებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. როგორც ცნობილია, რუსული მხარის მიერ გადაიდო სხვა მნიშვნელოვანი ვიზიტებიც.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ ვლადიმირ პუტინს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. პირველად ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო  Reuters-მა გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია, ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომაც დაადასტურა. 

კომენტარები