არასამთავრობო ორგანიზაცია

ვახუშტი მენაბდე: თინა ხიდაშელის საია-ს გამგეობის წევრად არჩევა ინტერესთა კონფლიქტია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე თინა ხიდაშელის ორგანიზაციის გამგეობის წევრად არჩევას ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევს.

”ეს ნამდვილად არის ინტერესთა კონფლიქტი და იმ 100 წევრმა, ვინც მას ხმა მისცა, შეცდომა დაუშვა. უბრალოდ აქვე დავამატებ, რომ ეს არის დიდი ხნის დისკუსიის საგანი საია-ში. ვგულისხმობ გამგეობის წევრობის უფლების შეზღუდვას. ჯერ კიდევ წინა საერთო კრებაზე დადგა საკითხი, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირებისთვის, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ეს შეზღუდვა შემოგვეღო. თუმცა საერთო კრების უმრავლესობამ ამ ცვლილებას წესდებაში მხარი არ დაუჭირა. მე, ისევე როგორც ბევრი სხვა, ვემხრობოდი ამ იდეას, თუმცა საერთო კრების უმრავლესობამ ეს არ მოიწონა”, - აცხადებს მენაბდე.

 

კომენტარები