საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

შაბათს ქართველი მორაგბეები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი ნო­ემ­ბრის მეორე  ტესტ-მატჩს 24 ნოემბერს, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი უკ­ვე ორი კვი­რაა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მილ­ტონ ჰე­ი­გი­სა და ლე­გენ­და­რუ­ლი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მო­რაგ­ბეს ტა­ნა უმა­გას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით  ვარ­ჯი­შო­ბენ. იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ძირითად თხუთმეტეულში 3 ცვლილება განახორციელა: 5 ნომრად გიორგი ნემსაძის ნაცვლად კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს. სათადარიგო სკამზე დასხდებიან შალვა მამუკაშვილი და დავით ზირაქაშვილი, რომელთა ნაცვლადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი იური ნატრიაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა დაიკავეს.  შეხ­ვედ­რა 15:00 სთ-ზე და­იწ­ყე­ბა. საბედნიეროდ, ზირაქაშვილის ტრავმა, რომელიც მან იაპონიის ნაკრებთან მატჩში მიიღო, საგანგაშო არ აღმოჩნდა და შედეგად, იგი ინარჩუნებს შანსს, რომ შაბათს გარკვეული დრო მაინც დაჰყოს მოედანზე.

მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის,  14 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები