უბედური შემთხვევა

კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი გარდაიცვალა

კრწანისის სასწავლო ცენტრში, უბედური შემთხვევის შედეგად, რიგითი მამედ გულუევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

,,დღეს, კრწანისის სასწავლო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს, რიგითი მამედ გულუევი გარდაიცვალა. დღის 12.00 საათისთვის, წვევამდელი გულუევი პოლიგონზე  სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც მან  საბრძოლო მასალა შენიშნა. წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. მის მიერ გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. მამედ გულუევი ადგილზე გარდაიცვალა’’, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და განმარტავს, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები